понедельник, 18 июля 2016 г.

დღე-9

            დასრულდა ტრენინგის ბოლო დღეც. ვერ წარმოვიდგენდი თუ შევძლებდი ამდენ რამეს ,და რათქმა უნდა , ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს ტრენერს ქალ. გვანცას. ბევრი რამ  ახალი ვისწავლე,ბევრიც გავიხსენე, რაც ადრე ტრენინგებზე მქონდა ნასწავლი.
     გავიგე როგორ დავეხმარო მოსწავლეებს პროექტის ,ბუკლეტის შექმნაში. მიმაჩნია ,რომ რაც ტრენინგზე ვისწავლე ,გამოვიყენებ პრაქტიკაში.
      


დღეს გავეცანით ყველა მონაწილის პორტფოლიოებს, ვიყავი თეთრი და შავი ოპონენტი და გავითვალისწინე  ერთმანეთის აზრი.ასევე მქონდა მომზადებული პორტფოლიო , მივიღე შენიშვნები ,შევასწორე და დავასრულე მუშაობა                                                                                 
      დიდი მადლობა ყველას!     

воскресенье, 17 июля 2016 г.

დღე -8

       დღევანდელი დღე საინტერესოდ წარიმართა. ვისწავლე   ბლოგის დიზაინის შეცვლა  ჩემი  ნამუშევრები დავახარისხე  საქაღალდეებშიგავიგე ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორ გავუადვილო მოსწავლეებს პროექტზე მუშაობა







დღე 7

              დღე დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის განხილვით, გავეცანი პრეზენტაციის,ჯგუფური განხილვის,კვლევის რუბრიკებს.გავიხსენე ბლუმი და გარდნერი,გავეცანი  დიფერენცირებულ სწავლების როლს სასწავლო პროცესში



пятница, 15 июля 2016 г.

დღე-6


        დღევანდელი დღე დაიწყო საშინაო დავალების შემოწმებით დაიწყო,.გავეცანი მონაწილეების ნამუშევრებს,ვისწავლე სასწავლო ნიმუშების შექმნა,ჩავიწერეთ მოსწავლის ნაშრომის გეგმა


დღე 5


          დღევანდელი დღე საინტერესო იყო.გავეცანი პროექტების სწავლების პროცესში ინტერნეტის გამოყენებას, ასევე თუ როგორ უნდა დაამყარონ მოსწავლეებმა ურთიერთკავშირი ონლაინ ჩატის მეშვეობით.მოსწავლეები შეეცდებიან ერთობლივად იმუშაონ პროექტზე.

суббота, 9 июля 2016 г.

დღე- 4

          ეს დღე იყო ძალიან  დატვირთული. გავეცანი შეფასების სხვადასხვა მეთოდს, ,ვისწავლე როგორ შევადგინო დროში  გაწერილი შეფასების გეგმა,ეს გეგმა მოვარგე ჩემს პროექტს და ძალიან კმაყოფილი დავრჩი



понедельник, 4 июля 2016 г.

დღე-3



             დღეს განვიხილე საშინაო დავალება ,შევადგინე პროექტის თემა,შევარჩიე სტანდარტები და ჩემი თემიდან გამომდინარე შევარჩიე ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები. სიცხეა და ძალიან დავიღალე

суббота, 2 июля 2016 г.

დღე -2



           გავეცანი ტრენინგის მონაწილეების პროექტის გეგმას ,ცოტათი შევშინდი რომ ვერ შევძლებდი პროექტის დაგეგმას და ინტერნეტში მუშაობას ,მაგრამ ტრენერის დახმარებით ალბათ შევძლებ .დღეს შევისწავლე გაზეთის ,ბუკლეტის შექმნა და სურაების შენახვა .ძალიან პროდუქტიული დღე იყო,ეს ყველაფერი დამეხმარება  სასწავლო პროექტის დაგეგმაში

понедельник, 27 июня 2016 г.

დღე-1

       პირველი დღე დაიწყო სახელმძღვანელოს გაცნობით. მოვისმინე პირველი დღის გეგმა,,შევქმენი ბლოგი და ვიმუშავე ,გავეცანი 21 საუკუნის უნარ ჩვევებს, რომლებსაც გამოვიყენებ სწავლებაში.